- English
- ქართული
ქალაქი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 12,6 ათასი (2002 წ.),ხოლო 2014-10871. საგარეჯო მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მ, თბილისიდან 58 კმ (რკინიგზით).
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. საგარეჯოში არის საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის რეზიდენცია.
საუკუნეების წინ საგარეჯოში, თვალთხევის ნაპირზე, კოშკებით გარშემორტყმული სოფლის დიდი ციხე-სიმაგრე აუგიათ (ახლანდელი მე-3 სკოლის ადგილას): „ციხე მდებარეობდა შუაგულ საგარეჯოში ბაზრის თავში. სამხრეთით მას ქონია ერთი კარები, აღმოსავლეთითაც მეორე კარები, ჩრდილოეთით სადაც კედელია. სამი მხრივ ციხე ისევ მთელია. ამ თხუთმეტ წელიწადში დაუქცევია თვალთ-ხევს; ამ ციხეს ყველა კუთხეებში ბურჯები ქონდა აგრეთვე კარებებთან, სადაც საყარაულო და სათოფეები ჰქონია, ყოველ მტრის შემოსევის დროს, მთლად თვალის მცხოვრები და ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებიც ამ ციხეში მოიყრიდნენ თურმე თავს; შიგ გალავანის ამაღლებულ ადგილებზე დგებოდა ჯარი და სათოფურებიდან იგერიებდა მტერს.“
საგარეჯოს მრავალსაუკუნოვანი და უძველესი ციხის კედლები 1893 წლის და შემდეგ 1902-1903 წლის წყალდიდობების დროს მდინარე თვალთხევს სრულიად დაუნგრევია.
საგარეჯოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩამონათვალი:
1. XVIII ს. საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია, ქ. საგარეჯო (ჩრდილო-დასავლეთით მდ. თვალთხევის მარჯვენა სანაპიროდან დაახლოებით 300-400 მეტრის დაშორებით):
www.novators.ge/dzeglebi.php?id=34
2.იქვე პეტრე-პავლეს ეკლესიის ნაგებობის ნაშთი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9164
3. XVII საუკუნეში აგებული, აქ არსებული VI საუკუნის ეკლესიის ადგილზე(რომელიც გაპარტახდა და გაიძარცვა XIV საუკუნეში თემურ-ლენგის შემოტევისას) საგარეჯოს ღირსი დოდოს (გარეჯელის) ეკლესია, ქ. საგარეჯო (დოდოს უბანში, ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე):
www.novators.ge/dzeglebi.php?id=27
4.ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6450
5.იქვე ღვთისმშობლის შობის ეკლესია:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9142
6.წმ.მარინეს ეკლესია(ნანგრევები):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/10043
7.კვირაცხოვლის ეკლესია(ნანგრევები):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9151
8.თვალთხევის წმ. გიორგის ეკლესია(ახალი აღდგენილი) :
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6417
9.ქვლივიძეანთ კოშკი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9158
ამათ გარდა აღრიცხულია რიგი კულტურული ძეგლები,რომელთა ზუსტი ადგილმდებარეობები უცნობია:
1.გვიანი შუა საუკუნეების წმ. შიოს ეკლესია დაახლოებით მე-6-7 საუკუნეებით თარიღდება. სანამ პეტრე-პავლეს ეკლესია აშენდებოდა იგი მთავარი სალოცავი იყო (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9147
2. გვიანი შუა საუკუნეების თვალთავის თავწმინდა გიორგი(ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/12670
3. ახლად აღდგენილი საგარეჯოს ლაშარის ჯვარის ეკლესია, საგარეჯოს სათავეში (მახიაზე) (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6414 ( აღწერილობით)
4. სამების ეკლესია (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6416 (აღწერილობით)
5.ღვთისმშობლის ეკლესია ფანოზიაანთ გორაზე:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/10041 (აღწერილობით)
6.ეკლესია "ღვთისმშობელი":
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9144 (აღწერილობით)
7.ღვთისმშობლის ეკლესია:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/10038
8.სამრეკლო:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/10032
9.უცნობი სამარხი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/10035
9.ყვავის საყდარი :
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/26286 (აღწერილობით)
10.გვიანი შუა საუკუნეების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია)
11.გვიანი შუა საუკუნეების ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია)
12.მე-20 საუკუნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია)
13.გვიანი შუა საუკუნეების მთავარმოწამეთა ეკლესია(ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია)
ქ. საგარეჯოს ზემოუბანში მდებარეობს პატარა ეკლესია, რომელიც მოწმეა იმ ტრაგიკული მოვლენების, რაც საგარეჯომ განიცადა წინა საუკუნეებში. ეს ეკლესია XVII საუკუნეში შაჰ-აბასის ველურმა ურდოებმა გაანადგურეს, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისში კი კვლავ აღადგინეს (სახელი და ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია).
იხ".საგარეჯოს ისტორიული ძეგლები":
sagarejodistrict.blogspot.com/p/blog-page_1038.html
infosagarejo.wordpress.com/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%...
იხ."საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია":
patriarchate.ge/geo/eparqiebi/saqartveloshi/ninotsminda...
ქალაქი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 12,6 ათასი (2002 წ.),ხოლო 2014-10871. საგარეჯო მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 მ, თბილისიდან 58 კმ (რკინიგზით).
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. საგარეჯოში არის საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის რეზიდენცია.
საუკუნეების წინ საგარეჯოში, თვალთხევის ნაპირზე, კოშკებით გარშემორტყმული სოფლის დიდი ციხე-სიმაგრე აუგიათ (ახლანდელი მე-3 სკოლის ადგილას): „ციხე მდებარეობდა შუაგულ საგარეჯოში ბაზრის...
Reduce description